თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის „ელექტრონული ვაჭრობა” ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სესიის „ელექტრონული ვაჭრობა” ერთ-ერთი სპიკერი ფრანსუა დავენი იქნება. ფრანსუა დავენი 2013 წლიდან რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების (OTIF)  გენერალური მდივანია. ის საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების რეგულაციების განვითარებისთვის პარტნიორების მოძიებას უზრუნველყოფს და ინტერდისციპლინარულ სამუშაოებს  წარმართავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევამდე, დავენი  საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროში სარკინიგზო უსაფრთხოებისა და რეგულაციების საკითხებზე მუშაობდა.

ფრანსუა დავენი არის საფრანგეთის ეროვნული სატელეკომუნიკაციო და  ადმინისტრაციის სკოლების კურსდამთავრებული.

საერთაშორისო სატელიტურ ტელეკომუნიკაციებში მიღებული გამოცდილების შემდეგ, მან საფრანგეთის საბინაო სექტორის ძირითადი საოპერაციო პროგრამები შექმნა.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/trade-facilitation-along-belt-and-road-initiative-session-ii/155-francois-davenne

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები