მამუკა ბახტაძე ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და  საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს, იეშიმ ელჰან კაილარს (Yesim Elhan-Kayalar) შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები ტრანსპორტის, წყალმომარაგების, ენერგეტიკის სფეროში მიმოიხილეს. ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

ძირითადი აქცენტი  სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე გაკეთდა. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ადგილობრივი და მეორადი გზების პროექტებზე, რომელთა ნაწილი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.  ყურადღება გამახვილდა ADB-ის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.

აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილეს განვითარების პარტნიორს საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.4 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა: სახელმწიფო, კერძო სექტორის და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ABD-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი და მას  პოზიტიური სამომავლო პერსპექტივა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები