მამუკა ბახტაძემ მოადგილეები არ შეცვალა

ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოადგილეები არ შეცვალა.
კერძოდ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი თაბუაშვილი დარჩა. ასევე, მოადგილის თანამდებობები შეინარჩუნეს – გიორგი კაკაურიძემ, ნიკოლოზ გაგუამ, ცოტნე ყავლაშვილმა, ლაშა
ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები