კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

0

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, ადგილზე დაიღუპა.

ავარიის დროს მანქანაში მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი