საფრანგეთსა და იტალიაში რამდენიმე ქართველი, მათ შორის, “კანონიერი ქურდები” დააკავეს

საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ფრანგმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ქართველი, მათ შორის, ე.წ. “კანონიერი ქურდები” დააკავეს.
ამის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე თქმით, სპეცოპერაციაში ევროპოლიც იყო ჩართული.
“ბი ეფ ემ”-ის ინფორმაცით, სულ 35 პირია დაკავებული, მათ შორის ექვსი ქალია. მათი დიდი ნაწილი კი საქართველოს მოქალაქეა. ჩხრეკის შედეგად, იარაღი და 270 000 ევრო ნაღდი ფულის სახითაა ამოღებული. ფრანგი და იტალიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები ფულს ათეთრებდნენ. დაკავებულები უძრავ ქონებას ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში ფლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები