ლევან კობერიძე: დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის დამატებით მიცემის საშუალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის დამატებით მიცემის საშუალება, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შესაბამისი განცხადება კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს.
”კომერციული რეკლამის ბაზარი ისეც ძალიან მყიფეა. კომერციული არხებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სარეკლამო ბაზარზე თანაბარი უფლებების ქონას, სარეკლამო ბაზრიდან მიღებულ შემოსავლებს, რადგან სხვა დამოუკიდებელმა მედიამ შეძლოს, რომ იარსებოს და გააკეთოს ობიექტური გადაცემები. ამ ნაწილში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის დამატებით მიცემის საშუალება, როდესაც ისეც აქვთ ეს უფლება სპორტულ გადაცემებში”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ამასთან, ლევან კობერიძემ კანონპროექტიდან იმ მუხლის ამოღების საკითხი დააყენა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები