„როგორ აყალბებს კალათბურთის ფედერაცია არჩევნებს“ – შიო ხეცურიანი კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი აცხადებს, რომ კალათბურთის ფედერაცია არჩევნებს აყალბებს.
ხეცურიანი შესაბამისი შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
„როგორ აყალბებს კალათბურთის ფედერაცია არჩევნებს: რეგიონების ბავშვთა სპორტსკოლებს საერთოდ მოუხსნეს ხმის მიცემის უფლება. ყველა მათგანი მათი მოწინააღმდეგე იყო და მარტივად გადაჭრეს პრობლემა (ქუთაისის, რუსთავის, თელავის და გორის სპორტსკოლებმა წინა, 2013 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რა საფუძვლით წაართვეს ეს უფლება, უცნობია).
უმაღლესი ლიგის-სუპერლიგის გუნდებს ბათუმს და მარნეულს აქვს იგივე წონის ხმა (2%), რაც ქვედა ლიგის -ა ლიგის “თსუ”-ს.
აქვე, მათი ჩვეული შენიღბულობით, ოფიციალურ რელიზში არ წერია, რომ “თსუ”-ს რეალური სახელი “თსუ-ჰიუნდაი” არის, რადგანაც ყველამ იცის, რომ “ჰიუნდაის” კლუბი მათი საკუთრებაა.
“ჰიუნდაის კლუბი”- საკალათბურთო სკოლებშიც გვხვდება (ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ფაქტიურად ორჯერ აძლევს ხმას) და აქვს 3% წონის ხმა, როდესაც “ზაზა ფაჩულიას აკადემიას” 2%. ცნობისთვის ზაზას აკადემიაში 700 ბავშვი ვარჯიშობს (რამდენჯერმე აღემატება ჰიუნდაის სკოლას) და ბოლო ორი წელია, ყველაზე წარმატებულია.
სუპერლიგის გუნდებს შორის ხმების გადანაწილების კრიტერიუმებით და სხვა მიმართულებებით, ხმების გადანაწილების კრიტერიუმები აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს.
ხო და… დღეს პაატა გურასპაული კანდიდატურას წამოაყენებს – ეტყობა ჩათვალეს, რომ გაკეთებულია ყველა შავი საქმე და ახალი “სუფთა” აქტორის წარმოდგენის დროა…
ჩვენ მაინც მოვიგებთ!“, – წერს შიო ხეცურიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები