საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

15-16 ნოემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალოუსიო ნუნეს ფერეირა ეწვევა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრაზილიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილული იქნება სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ, ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას და გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში ალოუსიო ნუნეს ფერეირა პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
აღსანიშნავია, რომ ალოუსიო ნუნეს ფერეირა, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სენატორის რანგში (სან პაულოს შტატი) აქტიურად მუშაობდა ბრაზილია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები