თენგიზ ცეკვავა: მოსახლეობის აღწერა არაუმეტეს 10-წლიანი პერიოდულობით უნდა ჩატარდეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობის აღწერა, გაერო-ს ეგიდით, 10 -წლიანი პერიოდულობით მიმდინარეობს.
როგორც თენგიზ ცეკვავამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში მომდევნო აღწერა 2022-2023 წლებშია დაგეგმილი.
„მსოფლიოში აღწერა 10 -წლიანი პერიოდულობით ტარდება და ის გაერო-ს ეგიდით მიმდინარეობს, რომელიც აღწერის მეთოდოლოგიას განსაზღვრავს. მეთოდოლოგია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ერთნაირად მიმდინარეობს. ამასთან, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ აღწერა ჩატარდეს ნულოვან წლებში, მაგ.: 2010 წლის რაუნდი, 2020 წლის რაუნდი და ა.შ. თუმცა, საქართველოში ბოლო აღწერა რადგან 2014 წელს ჩატარდა, 2020 წელი საკმაოდ მოკლე პერიოდი გამოდის. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღწერა 2022-2023 წლებში უნდა ჩატარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღწერის თარიღი მინიმუმ სამი წლით ადრე უნდა გამოცხადდეს, რადგან საქსტატს მოსამზადებლად საკმარისი პერიოდი ჰქონდეს. ასევე, ის ფაქტი, რომ აღწერა უნდა ჩატარდეს 10 წელიწადში ერთხელ, საკანონმდებლო დონეზე გადაწყდა, შესაძლოა, უფრო ნაკლები პერიოდულობით, ვთქვათ, ყოველ მე-9 წელს, მე-8 წელს, მაგრამ არაუმეტეს 10 წლიანი პერიოდულობით“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში თენგიზ ცეკვავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები