მიხეილ გიორგაძე: სპორტისა და კულტურის სამინისტროების საშტატო განრიგი თავიდან გადაიხედება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სპორტისა და კულტურის სამინისტროს შეერთების შედეგად, საშტატო ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, უწყება დაახლოებით ერთ კვირაში საბოლოო ხედვების ჩამოყალიბებას შეძლებას.
“თითოეულ ადამიანზე ფუნქციების გადანაწილების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ როგორც რაოდენობრივად, ისე უწყებრივად სად? როგორ? რამდენი შტატი შეიძლება შემცირდეს.
არ ვგულისხმობ, რომ მხოლოდ სპორტის სამინისტროს საშტატო განრიგზე აისახება ეს. ბუნებრივია, რომ ჩვენ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას, ორივე საშტატო განრიგი თავიდან გადაიხედება. ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით, ერთი კვირის თავზე მზად უნდა ვიყოთ, საბოლოოდ ჩვენი ხედვები ჩამოვაყალიბოთ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები