ჩრდილოეთ კალიფორნიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა. დამნაშავე „Rancho Tehama“-ს საშუალო სკოლაში შესვლას, სხვადასხვა ხერხით ცდილობდა. ის შეეცადა, სკოლაში ცენტრალური შესასვლელიდან შესულიყო, თუმცა დაცვის თანამშრომელმა და მოსწავლეებმა, მერხებისა და მაგიდების დახმარებით, სკოლის კარი გადაკეტეს.
ამის შემდეგ დამნაშავე სკოლის უკანა კარიდან ცდილობდა შესვლას, საბედნიეროდ ისიც დაკეტილი აღმოჩნდა.
პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოახდინა. ინციდენტის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ერთი მოსწავლე, რომლის მდგომარება სტაბილურია, რამდენიმე მოსწავლემ კი, შუშის ნამსხვრევებისგან, სხეულის მცირე დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები