შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

0

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ო.წ. ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.)

კომენტარები

კომენტარი