გერმანიაში 8 -საათიანი სამუშაო დღის გაუქმება სურთ

ეკონომიკური ანალიტიკოსების საბჭომ, რომელსაც „ბრძენთა საბჭოს“ უწოდებენ, და ის გერმანიის მინისტრთა კაბინეტში არსებობს, მთავრობას 8 -საათიანი სამუშაო საათის გაუქმება შესთავაზა.
„ორგანიზაციები, რომლებიც ახალ, ციფრულ სამყაროში გადარჩენას ცდილობენ, უნდა იყვნენ უფრო მოქნილნი და საკუთარი გუნდების შეკრება სწრაფად უნდა შეძლონ. იდეა იმის შესახებ, რომ სამუშაო დღე დილით ადრე ოფისში უნდა იწყებოდეს და გვიან საღამოს სრულდებოდეს, უკვე მოძველდა“, – განაცხადა „ბრძენთა საბჭოს“ ხელმძღვანელმა კრისტოფერ შმიდტმა.
მას ასევე ხაზი გაუსცა იმას, რომ უფრო მოქნილი სამუშაო საათები ძალიან მნიშვნელოვანია გერმანული კომპანიების კონკურენტუნარიანობისთვის.
ეკონომისტებმა უკვე გადასცეს შესაბამისი მიმართვა კანცლერ ანგელა მერკელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები