სროლა აშშ-ის ქალაქ ვინსტონ-სალემში – შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

აშშ-ის ქალაქ ვინსტონ-სალემში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
21 წლის მაიკლ ფილიპსი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
ვინსტონ-სალემის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციაში შეტყობინება 5:30 წთ-ზე შევიდა.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი ორმხრივი სროლის შედეგად დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცველები ეჭვმიტანილის სავარაუდო ვინაობასა და სროლის მიზეზს ამ ეტაპზე  არ ასაჯაროებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები