მრევლმა პოლონელ მღვდელს 110 ათას დოლარად შეძენილი “პორშე” გააყიდინა (ვიდეო)

პოლონელი მღვდელი საკუთარ ძვირადღირებულ მანქანას გაყიდის და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაეხმარება. სასულიერო პირმა ავტომობილი 110 ათას დოლარად შეიძინა, რამაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია.
ადგილობრივი ტელეკომპანია “TVN” განცხადებით, ვესლავ მციაშეკოს მიერ შეძენილი ავტომობილის გამო, ეკლესიის მრევლს შორის კონფლიქტიც წარმოიშვა –  ზოგმა მას მხარი დაუჭირა, ზოგი კი, სასულიერო პირის ეკლესიიდან გაძევებას ითხოვდა. საბოლოოდ, ეკლესიის მსახურმა წირვის დროს ბოდიში მოიხადა და ავტომანქანის გაყიდვა გადაწყვიტა.

“ძალიან ვწუხვარ, თუკი ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო”, – განაცხადა კათოლიკე მღვდელმა და აღნიშნა, რომ მანქანიდან გაყიდულ თანხას უსახლკაროების ფონდს გადაურიცხავს.

https://www.youtube.com/watch?v=UfKXxvRhEAc&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები