„დოიტჩე ველე“ – გერმანული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრები მეკობრეების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

მეკობრეებმა სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრები ორთვიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს. მეზღვაურები საკუთარ ოჯახებს უკვე დაუბრუნდნენ და თავს კარგად გრძნობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიტჩე ველე“  ავრცელებს.
გერმანიის პოლიცია, მეზღვაურების გათავისუფლების დეტალებს არ ასაჯაროებს. კომპანიის განცხადებით, ექვსივე მეზღვაური ჯანმრთელია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მეკობრეები ლიბერიაში რეგისტრირებულ სატვირთო გემს ნიგერიის სანაპიროსთან 2017 წლის 21 ოქტომბერს დაესხნენ თავს. რვა მეკობრე ხომალდზე ნავიდან გადავიდა და ეკიპაჟის ექვსი წევრი მძევლად აიყვანა. თავდასხმის შემდეგ ხომალდმა Demeter-მა დარჩენილ ეკიპაჟთან ერთად გზა განაგრძო. გერმანულმა კომპანიამ გატაცებული მეზღვაურების მოქალაქეობა არ გაასაჯაროვა, თუმცა ცნობილია, რომ ისინი გერმანიის მოქალაქეები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები