მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ერაყს თურქეთი დაეხმარება

ოფიციალურმა თურქეთმა, ირანის და ერაყის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, ერაყის ხელისუფლებას მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრ ბინალ ილდირიმის განცხადებით, თურქეთი ჩრდილოეთ ერაყს, სურსათითა და სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.
თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ  დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზებულია სატვირთო თვითმფრინავებიც.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა მიწისძვრამ როგორც ირანში, ისე ერაყში 300 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.  მიწისძვრის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 1800-მა პირმა მიიღო.
მიწისქვეშა ბიძგები ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 204 კილომეტრში, ირანის ქალაქ ქერმანშაჰიდან კი, 104 კილომეტრში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები