რა ხდება ირან-ერაყის საზღვართან – დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ყოველ წუთას იზრდება. უცხოური მედიასაშუალებები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა, ცნობილია, რომ სტიქიამ როგორც ირანში, ისე ერაყში 300 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.  მიწისძვრის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 1800-მა პირმა მიიღო.
“ბიბისის” ცნობით, განსაკუთრებული ზიანი საზღვარიდან 15 კმ-ში მდებარე ქალაქ სტარპოლ-ზაჰაბს მიადგა. ირანის 8 სოფელი თითქმის განადგურებულია. რეგიონების დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია ტელეკომუნიკაციის საშუალებები.
“მაშველების მუშაობას  მეწყერული ზონების არსებობა აფერხებს”, – განაცხადა ირანის საგანგებო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, პიერ ჰოსეინ კულივანდიმ. მისი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანების უვნებლად გამოყვანა მოხდეს.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებებიც.
“ბიბისი” იუწყება, რომ არაერთი ადამიანი  მიწისძვრის შემდეგ გაჩენილი პანიკის შედეგად დაშავდა. ძლიერი ბიძგების დროს მოსახლეობა, თავშესაფრის მოძიების მიზნით, ქუჩეში გამოვიდა,  რამაც ქაოსი და ჭყლეტა გამოიწვია.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  მიწისძრის შემდეგ ბაღდათის მთავარ მეჩეთში სპეციალური ლოცვა აღევლინა, რომელის ხმამაღალი ტრანსლაცია მთელს ქალაქში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა ბიძგები ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 204 კილომეტრში, ირანის ქალაქ ქერმანშაჰიდან კი, 104 კილომეტრში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები