20:00 საათზე “ქართული ოცნების” სხდომა გაიმართება
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” პარტიის ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომას გამართავს.
დეპუტატები 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
უმრავლესობის სხდომაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
სავარაუდოდ, სხდომის მთავარი თემა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იქნება.