ირაკლი კობახიძე: ვადასტურებ, რომ მთავრობაში იქნება სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები

“შემიძლია დავადასტურო, კონსულტაციები გვქონდა, ასევე ვადასტურებ, რომ მთავრობაში იქნება სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელია კონსულტაციების შედეგად.

”კონსულტაციები გვქონდა და ამას ვადასტურებ. შემიძლია დავადასტურო, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. უკვე დაანონსებულია პრემიერის ბრიფინგი. მისი პრეროგატივაა ინიციატივების წარდგენა და დეტალებს პრემიერ-მინისტრისგან მოისმენთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები