თამარ ხულორდავა: ევროკომისიის ანგარიშში საქართველოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურადაა შეფასებული

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანგარიშში რეფორმები პოზიტიურადაა შეფასებული. მისივე თქმით, დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის როლს ინარჩუნებს.

„ხაზგასმულია ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც წლის განმავლობაში გვქონდა. ესაა უვიზო მიმოსვლა, რაც პოზიტიურად არის შეფასებული. პოზიტიურად არის შეფასებული მისი განხორციელების პირველი პერიოდი. საქართველოს ევროკავშირის ენერგოგაერთიანების წევრობას პოზიტიური გამოხმაურება აქვს, რაც ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროკავშირი მიესალმება, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი საგარეო სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირი გახდა და ეს დადებითი ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნებულია”, – განაცხადა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები