ამერიკელ ქალს, რომელმაც ცოლად დედა მოიყვანა, 10 წლით ციხეში ჩასვამენ

აშშ-ის შტატ ოკლაჰომაში მცხოვრებ ქალს, საკუთარ დედაზე დაქორწინების გამო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
26 წლის მისტი სპენმა, ინცესტში ბრალდების გამო, ამ შტატში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პატიმრობის მაქსიმალური ვადა მიიღო.
როგორც ირკვევა, მისტი სპენი ბებიის ოჯახში გაიზარდა, რადგან ბიოლოგიურ დედას-44 წლის პატრიშია სპენს შვილზე მეურვეობის უფლებები ჩამორთმეული ჰქონდა. 2014 წელს დედა-შვილმა ურთიერთობა აღადგინა და მათი კომუნიკაცია სხვა კუთხით გაგრძელდა.

2016 წლის მარტში მათ ქორწინება გააფორმეს. როგორც პატრიშიამ სასამართლოზე განაცხადა, მას მიაჩნდა, რომ კანონს არ არღვევდა. შვილზე მეურვეობის წართმევის შემდეგ, მისი სახელი გოგონას დაბადების მოწმობიდან ამოღებული იყო. ქალისთვის ეს პირველი ქორწინება არ ყოფილა. 2008 წელს ის ცოლად გაყვა საკუთარ ვაჟს, მაგრამ ეს სკანდალური და გახმაურებული ქორწინება ერთი წლის შემდეგ გაუქმდა. თავად პატრიშიას საქმის განხილვა 2018 წლის იანვარში მოხდება, მისი შვილის სასჯელი კი აღსრულების გადადებით შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები