აშშ-ში ვეტერან გამომძიებელთა ოპერატიული ჯგუფი შეიქმნა

ბოლო დროს „Hollywood”-ში განვითარებულ სკანდალებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, აშშ-ის ხელისუფლებამ, ვეტერან გამომძიებელთა ოპერატიული ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, ამის შესახებ ჟურნალისტებს ლოს – ანჯელესის ადვოკატმა ჯეკი ლეისმა განუცხადა.
ოპერატიული ჯგუფის წევრებმა, ლოს – ანჯელესისა და ბევერლი ჰილსის პოლიციასთან უკვე ითანამშრომლეს. ამჟამად აშშ-ის პოლიცია პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის, რეჟისორ ჯეიმს ტობეკის და მსახიობ ედ ვესტვიკის საქმეს იძიებს. როგორც ცნობილია ჰარვი ვაინშტეინის მიმართ, „Hollywood”-ის 50-მდე ცნობილმა მსახიობმა და მისი კომპანიის თანამშრომლება, სექსუალური შევიწროების შესახებ პოლიციაში განაცხადეს. ჰარვი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობისგან, იმ კომპანიიდან გაათავისუფლეს, რომელიც თავის ძმასთან ერთად შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები