“ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიყენებდით საბიუჯეტო რესურსებს, რათა არც ერთი პროექტი შეუსრულებელი არ დაგვრჩენოდა”

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას 2014 წლის აგვისტოდან დღემდე განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გამოწვევებითა და პრობლემებით დატვირთული სამი წელი.

დავით ნარმანიას თქმით, ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც მან დღეს წარმოადგინა, რეალურად მერიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაშია გაკეთებული.

„მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, ჩვენ ამ პირობებში, რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციის შევძელით, რათა ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი გაგვეკეთებინა. ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიყენებდით ჩვენს საბიუჯეტო რესურსებს, რათა არც ერთი პროექტი და პროგრამა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს დავპირდით, შეუსრულებელი არ დაგვრჩენოდა. მიუხედავად რამდენიმეთვიანი საწყისი პერიოდი საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ 30 მილიონამდე გარღვეული ბიუჯეტი დაგვხვდა და თბილისს ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე თვეში თავს დაატყდა სტიქია, ჩვენ ამ ყველაფრის დაძლევის შემდეგ, რეალურად ქალაქის განვითარება დავიწყეთ. ის პროექტები და პროგრამები, რომელებსაც მე დღეს წარმოგიდგენთ, არის ჩვენ მიერ რეალურად ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთებული“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები