თენგიზ ფხალაძემ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, მონაწილეობა მიიღო.

თენგიზ ფხალაძემ რუსეთის როლზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ყურადღება გაამახვილა. მისი განცხადებით, დეოკუპაციის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

“საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე სიკეთის მომტანია ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ ახალ შესაძლებლობებს ვქმნით საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობა მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენ ასევე ვართ კონტრიბუტორები ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში და ამით ვაძლიერებთ საერთო უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენი ინტეგრაციის ხარისხის ამაღლება და შემდგომი პროგრესი ამ გზაზე, მხოლოდ სარგებლის მომტანია ევროკავშირის ქვეყნებისათვის. ერთიანი მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპის იდეის საბოლოო რეალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია ასოცირებული ქვეყნების ერთი მხრივ ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ამ ქვეყნების დაცულობა. საფრთხეები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ემუქრება, ასევე სახიფათოა ევროგაერთიანებისთვის“,- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები