ფოთის პორტის არასწორი მენეჯმენტის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

2010 წლიდან ფოთის მფლობელია მაერსკის შვილობილი კომპანია „APM ტერმინალსი”. ამ ათი წლის მანძილზე ქართულ ისტორიულ პორტს უამრავი სირთულე შეექმნა. გაუმართავი მუშაობის, არასწორი მენეჯმენტისა და არასწორი საფასო პოლიტიკის გამო ჩვენმა სატრანსპორტო კორიდორმა დაკარგა ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი და თანდათანაობით არაკონკურენტუნარიანი და გადამზიდავი კომპანიებისთვის არამიმზიდველი გახდა. იმის ეჭვიც კი იქმნება, რომ ვიღაცის უხილავი ხელი ჩვენი დერეფნის მიზანმიმართულ დაბლოკვას ცდილობს.
ფოთის პორტი მონოპოლისტია და ბაზარზე ფასებსაც ის აწესებს. ამ წლების განმავლობაში სამჯერ გაიზარდა გადაზიდვის ტარიფები. და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული პორტების ათეულში შევიდა.
ამას თან ერთვის მომსახურების მოუქნელობა და ძველი და გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობა. ამ პერიოდში ერთადერთი ტერმინალი აშენდა და ისიც რეინვესტირების ხარჯზე.
მართალია ფოთი არ არის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ის ახლა იმ სიღრმისაც კი არ არის რაც მას ისტორიულად ჰქონდა. პორტს არ გააჩნია მიწახაპია გემები, რომელიც დასილვის დროს გაწმენდს ფსკერს. შესაბამისად, თუკი ისტორიულად პორტის სიღრმე 12 მეტრს აღწევდა, დღეს მისი სიღრმე სულ რაღაც 8 მეტრია. გასულ წელს შტორმის დროს კი 5,2 მეტრს არ აღემატებოდა, რამაც პორტის სრული პარალიზება გამოიწვია.
სწორედ ასეთი დაბალი სიღრმის გამო პორტში ვერ შემოდიან გემები, შემცირებულია ტვირთბრუნვა. ზოგადად ქვეყანაში 40 % ით შემცირებული ტვირთბრუნვა ძირითადად ფოთის პორტის დამსახურებაა.
გარდა ამისა, წლიდან წლამდე იკლებს პორტის საოპერაციო დღეებიც. ტვირთმფლობელები ამჯობინებენ ალტერნატიულ გზებს არპაროგნოზირებადი საოპერაციო დროისა და გაუმართაობის გამო. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით პორტი წლის განმავლობაში 95 % ღია უნდა იყოს, ფოთის პორტი კი სანახევროდ დაკეტილია. წლების განმვალობაში დახურვის კოეფიციენტი 38,5 % ს მიაღწია
გართულებულია პორტში გემების მანევრირება – შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო ანდომებენ გემები პორტში შემოსვლასა და გასვლას დიდ დროს ანდომებენ და ეს დრო ბევრად ცდება დასაშვებ, 24 საათიანი სტანდარტს.

შესაბამისად, წლების მანძილზე ფოთის პორტის გაუმართავმა მუშაობამ ქვეყანას არა მხოლოდ ეკონომიკური ზარალი მოუტანა. ქვეყანა გეოპოლიტიკურადაც დაზარალდა. ტვირთების გადანაწილება ბევრ სხვადასხვა მიმართულებით მოხდა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად ქცევის შანსი დაკარგვის რეალური საფრთხეც შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები