ცესკო არჩევნების მე-2 ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, თვითმმართველი ქალაქის/თვითთმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს ავრცელებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ნოემბერს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ“,- აცხადებენ ცესკოში.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30
12:30
17:30
20:30
ცესკოს ინფორმაციით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.