ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს შეხვდა. მხარეებმა კონკურენციის კუთხით თანამშრომლობისა და მომავალში საერთო კვლევების წარმოების მნიშვნელობა განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული და სომხური კომპანიებისათვის კონკურენტული გარემოსა და ჯანსაღი პირობების ხელშეწყობას; ასევე, ფასწარმოქმნის ფაქტორების დადგენისათვის აუცილებელი პროცედურების და შესაბამისი სასაქონლე ბაზრების შესწავლას; საქართველოსა და სომხეთის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას და ა.შ.

ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  სამომავლოდ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს სომხეთისა და საქართველოს ბაზრების კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას.

კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებებს შორის, სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო  მეგობრობა და პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები