იჟევსკში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვია

რუსეთში, იჟევსკში, საცხოვრებელი სახლის ცხრა სართულის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია, დაშავებულია სამი არასრულწლოვანი.

წინასწარი ვერსიით, შენობის ჩამონგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევებში კიდევ ხალხი იყოს მოყოლილი. სამაშველო სამუშაოებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვლადიმერ პუჩკოვი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები