ოქსფორდში, სავარაუდო ქიმიური საფრთხის გამო, ხალხის ევაკუაცია მოხდა

ოქსფორდში, დიდ ბრიტანეთში, ქიმიური საფრთხის გავრცელებიდან გამომდინარე, ორი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 60-მდე ადამიანი კი ევაკუაციას დაექვემდებარა.
მომხდარის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. პოლიციელებმა ოქსფორდში მდებარე ერთ-ერთ სახლში დაკავების სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩაატარეს, რაც სავარაუდო ქიმიური საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. აღნიშნულ შენობაში და ახლომდებარე სახლებიდან მოხდა ადამიანების ევაკუაცია. პოლიციის თანამშრომლები კი, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს. ამ დროისთვის სამართალდამცველებს პერიმეტრი აქვთ გადაკეტილი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები