გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გომბორის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მკვიდრია.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები