თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტომობილი აალდა

თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალზე ინციდენტი მოხდა. “ბმვ-ს“ მარკის ავტომობილი მოულოდნელად აალდა. აალება სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროობამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო დახმარების მანქანაა მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ავტომანქანა გადაადგილებისას მოულოდნელად აალდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები