ზესტაფონში სამარშრუტო ტაქსმა ქვეითად მოსიარულე ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ქალბატონი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ავარიის შედეგად 50 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულიხსმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები