საქართველოს პრეზიდენტი ენათმეცნიერ რამაზ პატარიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ენათმეცნიერ რამაზ პატარიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს. მილოცვის ტექტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ბატონო რამაზ, ფასდაუდებელია წვლილი, რომელიც თქვენ ქართული დამწერლობის შესწავლაში და განათლებული ახალგაზრდობის აღზრდაში შეგაქვთ. თქვენი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით, იმ თავდადებით, რითაც მთელი ცხოვრება ემსახურებით ქართული ანბანის კვლევას, არაერთი თაობის ადამიანთათვის ჭეშმარიტი მეცნიერის ეტალონს წარმოადგენთ.
დღეგრძელობას, უშრეტ ენერგიასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას გისურვებთ.“-აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები