ბოლნისში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბოლნისში ხანძარი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლნისში გაჩენილ ხანძარს 60 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა.
ხანძრის შედეგად ხმელი ბალახი და ფოთოლი დაიწვა.
ბოლნისში ხანძარი დღეს ნაშუადღევს გაჩნდა.