კახა კალაძე ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს.
ჯანსუღ ჩარკვიანმა თავისი შემოქმედებით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობით დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
ბატონი ჯანსუღი იყო სამჯერ თბილისის საპატიო მოქალაქე, მისი თბილისისადმი უსაზღვრო სიყვარული დასაფასებელია და სამაგალითოა.
თავის ქვეყანაზე, სამშობლოზე თავდადებული პოეტი, სითბოს და სიყვარულის მატარებელი ადამიანი – ასეთი დაამახსოვრდება ის მომავალ თაობებს“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები