სოლომონ პავლიაშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ატაშეს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის,  სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში ატაშეს,  მარკ პრიჩარდს შეხვდა.

შეხვედრაზე  ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.  მთავარ მიმართულებად ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მართვა გამოიკვეთა.  მხარეები  ნარჩენების მართვის სფეროში  ერთმანეთს  გამოცდილებას გაუზიარებენ. სოლომონ პავლიაშვილმა სტუმარს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები  გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები