რომან კაკულიას ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია დანიაში მიემგზავრება

საქართველოს პარლამენტის დანიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტს ეწვევიან და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.

მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, პარლამენტარები ნინო გოგუაძე, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია დანიის პარლამენტში შეხვედრებს 7-8 ნოემბერს გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დელეგაციის წევრების სტუმრობა დანიის კონკურენციისა და მომხმარებელთა სააგენტოში, ბიზნესისა და მრეწველობის სამინისტროში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სამდივნოში, დანიის განვითარების ფონდში, დანიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოში და დასაქმების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები