გიგი მალანიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება

1 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გიგი მალანიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიცია მხატვრის მიერ 2013 წლიდან დღემდე შექმნილ 17 სიურრეალისტურ ნამუშევარს აერთიანებს, რომელთა შესაქმნელადაც ავტორმა, ძირითადად, ზეთი და აკრილი გამოიყენა.
გიგი მალანია, 90-იან წლებში, ავსტრალიაში ცხოვრობდა და მღვაწეობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენა.
სიდნეის კერძო გალერეაში ქართველი ახალგაზრდა მხატვრის სიურეალისტურმა შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ხატვის სტილის საბოლოო ჩამოყალიბება მოჰყვა.
საქართველოში დაბრუნებულმა მხატვარმა, ფერების საოცარი შერწყმითა და ხატვის თავისებური სტილით ახალი ნამუშევრების სერია შექმნა, რომელთა ნახვაც ხელოვნების სასახლეში მოსულ დამთვალიერებელს, 1 კვირის მანძილზე, 8 ნოემბრამდე შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები