პოეტ თამაზ ბაძაღუას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
5 ნოემბერს მარტვილელი პოეტის, დრამატურგის თამაზ ბაძაღუას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. მისი პიესები რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში იდგმებოდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ სააქტო დარბაზში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“. სპექტაკლი პიესის ავტორის, თამაზ ბაძაღუას ნათელ ხსოვნას მიეძღვნა. სპექტაკლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.
სპექტაკლის შემდეგ თამაზ ბაძაღუას კრებულის – „ფარდის დაშვებამდე და სხვა პიესების“ პრეზენტაცია გაიმართა.