პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან ჩაილურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში გუშინ შემოვიდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ოპერატიული და პროფესიონალური მოქმედების შედეგად, ტყის მასიურ საფარზე ხანძარი არ გავრცელებულა“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები