ე.წ. ქართველთა მარშის აქტივისტები რუსთავი2-თან საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში რუსთავი2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ტელევიზიასთან ე.წ. ქართველთა მარშის აქტივისტები აქციას მართავენ და რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ტელევიზიის მხრიდან ლგბტ თემის შესახებ საუბარი უნდა შეწყდეს.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები გასაკუთრებით გადაცემა განსხვავებული აქცენტების თემას აპროტესტებენ, სადაც საუბარი იქნება, უნდა დაუთმოს თუ არა ტელევიზიებმა დრო საზოგადოების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებს.

აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებსა და იურისტ იაგო ხვიჩიას სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის შენობასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

ე.წ. ქართველთა მარშის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ განსხვავებულ აქცენტებში მიწვეული ყველა სტუმარი რუსთავი2-ში არ მივა.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები