ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა შეაფასა

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუსავებული ვარიანტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის მიმართულებით გამოყოფილი სახელმწიფო ფინანსურ სახსრებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას კომიტეტის მიერ გამოითქვა შენიშვნა, რომელიც დიასპორის პოლიტიკის დაფინანსებისთვის ცალკე პროგრამული კოდის მინიჭებას შეეხებოდა.
ზვიად კვაჭანტირაძემ წარმოდგენილი გადამუსავებული ვარიანტის შეფასებისას აღნიშნა, რომ კომიტეტის მოთხოვნა ფინანსტა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ფინანსთა მინისტრს, მის მოადგილეებს და მთელ გუნდს, ვინც ამ ცვლილებებზე მუშაობდა.

ასევე ზოგადად მადლობა ვუხდი ფინანსთა სამინისტროს ჩვენ კომიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 4 მლნ. ლარით და ქვეპროგრამის დაფინანსება ამ დროისთვის 1.4 მლნ. ლარს შეადგენს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი უფლებების დაცვა და საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებთან კონტაქტის განმტკიცებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა გამოვძებნოთ გზები, რომ დიასპორის პოლიტიკის საბიუჯეტო დაფინანსება მიზნობრივი პროგრამული მიმართულებით გავზარდოთ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიასპორულ პოლიტიკის განხორციელება არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება, არამედ საკუთარი მიმართულებებით ამაზე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიც არიან პასუხისმგებელნი და ალბათ შესაძლებელი იქნებოდა რომ მთელი ეს სახსრები ერთ კალათში მოგვექცია. გამოჩნდებოდა რომ ჩვენ არა მხოლოდ 1.4 მლნ. ლარს ვხარჯავთ დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით, არამედ გაცილებით მეტს და დღესაც ასეა მართლაც.
დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ, რომ იყავით ძალიან პროდუქტიულები ჩვენთან თანამშრომლობის დროს და ასევე მინდა მოგიწოდოთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშროლობა და ხელიშეუწყოთ ერთმანეთს ჩვენი მიზნების და ამოცანების შესრულებაში“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები