თავდაცვის სამინისტროში საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გურმუქჩუსთან, რომელსაც დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ თურქ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.
მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე თურქეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები