“მატროსოვის” ციხეში მერაბიშვილს ადვოკატი შეხვდა – „ჩვენ დაველოდებით კომისიის გადაწყვეტილებას“

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი შეხვდა.
შეხვდრა დაახლოებით საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ციხის საკანი დატოვა, ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„მსჯავრდებულისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ დადგა ის პერიოდი, როცა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ კომისიამ უნდა იმსჯელოს. ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული. ამ შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს არ მიუმართავს თხოვნით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, ეს არის სავალდებულო არამარტო მერაბიშვილისთვის, არამედ ყველა მსჯავრდებულის მიმართ ვისაც უკვე მისჯილი აქვს სასჯელი და სასჯელის გარკვეული ნაწილი უკვე მოხდილი აქვს. ამ შემთხვევაში საუბარია 2/3 -ზე და ¾ ზე. ეს ვადები მერაბიშვილის მიმართ ამოიწურა ნოემბერში. შესაბამისად ჩვენ დაველოდებით კომისიის გადაწყვეტილებას“ – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები