ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას, 28 ნოემბერს გამოაცხადებს

საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ გაავრცელა.
გადაწყვეტილებას დიდი პალატა საჯაროდ 11:30 საათზე გამოაცხადებს და იმავე დღეს სასამართლოს ვებგვერდზე აიტვირთება.
არსებული ინფორმაციით, სტრასბურგის საქმე ევროკონვენციის მე-18 მუხლს ეხება, რაც სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი, მერაბიშვილის დაცვის მხრისთვის კი, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შარშან სექციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები