გიორგი გოგაძე: მეგის ქარდავას ექსტრადირების ვადის გათვლა წინასწარ შეუძლებელია

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
მისივე თქმით, ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა შესაბამისი მოთხოვნა უკვე არსებობს.
“მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეა დაკავებული. ცნობილია დამნაშავედ მძიმე დანაშაულებების ჩადენაში. ექსტრადიციის ვადებზე შეუძლებელია წინასწარ გათვლა, თუ როდის მოხდება მისი ექსტრადირება. დაველოდებით და აქტიურად ვითანამშრომლებთ უკრიანულ მხარესთან, რომ არა მხოლოდ მეგის ქარდავა, არამედ ყველა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1 ნოემბერს დააკავეს.
როგორც საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი ქარდავა მათი შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები