შალვა ხუციშვილი ვიდეოჯარიმებზე: სამინისტრო ყველანაირად ეცდება მოახდინოს ურჩი გადამხდელების იდენტიფიცირება

სამინისტრო ყველანაირად ეცდება მოახდინოს ურჩი გადამხდელების იდენტიფიცირება და ე.წ. ჭკვიანი კამერებისა და საპატრულო პოლიციის საშუალებით გააფრთხილოს მძღოლი ჯარიმისა და მოსალოდნელი საურავების თაობაზე,-ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების ახალი წესი იძლევა იმის საშუალებას, რომ ურჩ გადამხდელებს არ მიეცეთ საშუალება, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.
„ბოლო ეტაპია ქვითრის შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ერთადერთი რისკ ჯგუფი რჩება, რომლებიც ჯიუტად არიდებენ თავს გადახდას, არიან დამრღვევები და არაკეთილსინდისიერები სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ. ამ შემთხვევაში მოქალაქე ცდილობს მაქსიმალური იგნორირება გაუკეთოს სახელმწიფოს მიერ გამოწერილ ჯარიმას. ასეთი მოქალაქეების პირობებშიც კი ის ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთ მოქალაქეს არ მივცეთ საშუალება, თავი აარიდოს ჯარიმის გადახდას. ძალიან ურჩი გადამხდელებისთვის ჩვენ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვეცდებით, რომ მოვახდინოთ ასეთი პირის იდენტიფიცირება და თუ რომელიმე კამერასთან გაიარა ამ მძღოლმა, მივაწოდოთ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას მისი გადაადგილების შესახებ და პატრული გააფრთხილებს მას, რომ აქვს ჯარიმა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები