ყაზბეგში სანადირო თოფის ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი“ ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ა.ჩ-ს კუთვნილი ავტომანქანა დათვალიერეს.
შედეგად, ოფიცრებმა 50 ცალი სანადირო თოფის ვაზნა, 100 ცალი ფისტონი და 1.5კგ. დენთი აღმოაჩინეს.
აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები