ისნის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
ისნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. როგორც შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, დღეს, 03:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილი №36/1, 36/2, 36/3, 36/4, 36/5/, 36/6, 36/7 და 36/8-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
”გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.